|
მე შეიძლება სხვა ქუჩებს გავყვე... მე შეიძლება შევცვალო რითმა... მე შეიძლება გაკოცო აქვე... მე შეიძლება, უარი გითხრა...
ვიყო ისეთი... ვიყო თავნება... ხვალ დაივიწყე, დღეს რასაც გეტყვი... ისე, იცოდე, გული დაგნებდა!...
შენ შეიძლება, არაფერს მომთხოვ... შენ შეიძლება, გაზაფხულს იზამ... შენ შეიძლება, ზაფხულში მოთოვ...
იყო ისეთი... იყო თავნება... ხვალ დაივიწყე, დღეს რასაც გეტყვი... ისე, იცოდე, გული დაგნებდა...
შენ შეიძლება... მე შეიძლება... რაც "შეიძლება" ჩვენ უნდა შევძლოთ. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















