|
სალამი მეზღაპრევ, რად მოგიწყენია? რად ფიქრობ დაშვებას აფრების? სად არის ის ბავშვი, შენში რომ ცხოვრობდა, ოცნება ჰქონდა და რამდენი?!
სიზმრებს რად ამოსდე ლაგამი? მერე რა, თუ აწმყო როგორიც გინდოდა არ არის ისეთი ლამაზი...
არაფერს გავნებენ ტალღები, არ გინდა ლამაზი ოცნების დათმობა ადექი, აშალე აფრები!
თამამად დალაშქრე ზვირთები... შენ შენი არია ბოლომდე იმღერე - ლოჟაში გიცდიან ღმერთები... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















