|
გათავდა ნადიმი. სად არის მხლებელი? ცხენები მზად არის? - ”თავადო გელით”. ძვირფასი ყვავილი, ჯერ ხელუხლებელი თავადმა გადმომცა მთრთოლვარე ხელით.
- ”ეგ ხომ სულ ერთია... მზე უკვე ჩადის, მახარებს, თავადო, საღამო ლამაზი, ცა ვაზი საღამო ლხენას გვიქადის”!
ისეთი ღრმა არის... ო, მალე, მალე! გული ანთებულა საოცარ წადილით, მსურს ვუთხრა ჩემს თავადს - ”შენ გენაცვალე”.
მდინარე მთებისა მთის ამბავს მღერის. ასრულდა წადილი ჩემს სხეულს რო სურდა, მას ძალა უნდოდა მწველ სიძლიერეს,
ჩემს სხეულს ბატონობს, ჩვენ ველზე ვხარობთ. მდინარის ნაპირს ვართ ჩვენ ბედნიერი, შორს, სადღაც იცინის ჩუმის ხმით წყარო. |
















