მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 709 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

დამეხშო წუთისოფელი,

ცრემლებს ვიწმენდავ მალულად,

როდემდე უნდა გაგრძელდეს

ბრიყვთა დოღი და მარულა.


ეჰ, სიცოცხლეო, მამულო,

ხარ მძევალი და ბედკრული,

ვერ გავარკვიე ვერაფრით,

ვინ ვისთან არის შეკრული.


კაცს ვეძებ დიოგენივით,

ძებნა გამოდგა ამაო,

ისევე შენ შეგვიწყალე,

ძეო ღვთისა და მამაო!


ზიზღი, ლიქნი და ზაკვანი,

ცხოვრების წესი ეს არი,

მომრავლდნენ ფარისეველნი,

მლიქვნელები და ქლესანი.


ვეღარ ენდობი ვერავის,

შხამით აივსო თასები,

მათხოვარს ერგო სამოსად

ლამაზ-ლამაზი ფლასები.


ვის რად სჭირდება, რად უნდა,

გულწრფელობა და სიმართლე,

სხვა იხვეჭს, შენ კი, მარტვილო,

ყურებში გაგდის სინათლე.


და მაინც როგორ მახარებს

თოვლის და წვიმის თქეშანი,

შენ იყავ ძმაო თუ გინდა

ლომი და გარდანქეშანი.


მე წვიმის კონცერტს მოვუსმენ,

იმან დამიტკბოს ყურები,

პოეზიაზე ვიფიქრებ

და ცისკენ გავიყურები.


აუ, რა კარგი ხმები აქვს

ზარებს, ბუკებს და ფანფარებს,

ისევ ვუყვარვარ ღვთისმშობელს

და თავის კალთას მაფარებს.


მაგრამ თქვენ რაღა, თქვენ რითღა,

ჩემს გულს რომ კორტნით ძერანი,

უფალო, შენ გევედრები,

რომ შეიწყალო ყველანი.


მე სიკვდილის დროს ვიმღერებ

ღია დამრჩება თვალები,

თვალები, ჩემი ცხოვრების - 

ნათელი მემუარები.


ოცდაათ ვერცხლად ნაყიდნო,

ვერ მოესწრებით მისნობას,

მე არ მოვკვდები თქვენსავით,

გავყვები მარადისობას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ