|
წვიმა და წვიმა. ცივი ველი, გამხდარი ლანდი. ვინ არის ლანდი?.. გზა სად არის?.. გამხდარ ლანდს სცივა. უნდოდა ბინა... გაციებულს დააგვიანდა, გაყინულ კვნესით დიდხანს ივლის და ვერსად მივა.
დახეულ თვალებს ძილი უნდა, ახლოა ბინდი. მგლოვიარე გუნდს ყვავებისას დასცილდა ყვავი, მწუხარო მაგზავრო რამე ადე და აქვითინდი.
არ იცის წვიმამ ვის კარებთან იტიროს მწარედ, მგზავრის ძონძებში, ცივ ღამეში გათბება ყვავი, მშვიდობა ყველას, ვინც ზამთარში მოკვდება გარეთ. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















