|
ჩემი ოთახი გაიზარდა შესანიშნავად - და აღარ ჰყოფნის მას ჰაერი ესოდენ მცირე; ჰყივის: „ჰე ღამევ, მგონი კმარა რაც დამამცირე, დღეს ჰასაკში ვარ, მოვემზადე დასანიშნავად.“ *** ჩემი ოთახი გაიზარდა შესანიშნავად!
შიგ მოსჩანს ჰუნე და ჰუნეზე მზის ამორძალი; დახატულ მწყემსმაც მოიმარჯვა ხელში ორძალი, რომ მკვდარი მუმლი გააღვიძოს ლამპრის მინაზე. *** ნესტიან სარკეს დაუბრუნდა ძველი სინაზე!
ფანჯარამ ტანზე შეიგლიჯა წყლისფერი ფარდა, - ფარდის ნატეხი ცად ავიდა, ცად აფარფარდა და მღერის სიო: "ჩვენ მზეს ვეძებთ. ჩვენ მზე შეგვიგნებს!“ *** წიგნის რაფაზე ამბოხი აქვთ დახეულ წიგნებს!
ვიშ! აღარ ძალუძს ამ შავეთში მას ყოფნა ასე, - მალე გვეწვევა მზე ცისკრული, მზე მოკისკასე და შავ ოთახზე ჯვარს დაიწერს მოთეთრო დილა. *** ჩემი ოთახი რა რიგ ჰყივის. რარიგ გაზრდილა! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















