|
მზიანი დღეა… ზღვის ნაპირი ჩუმი, მშვიდია, გახედე ტალგებს, როგორ ფერად-ფერად მიდიან. რა სიხარულით მიაშურეს ნაპირს ლოდიანს, ერთი მათგანი თითქოს მწიფე შინდის ტოტია.
წავიდეთ, ვნახოთ ის ნაპირი გამოკაფული, სადაც შარშან წინ გადარგული ევკალიპტები დამძიმებულან მოჟრიალე, ზღვისფერ ჩიტებით.
ეს ხე პირველი - აყვავების ნიშნად დარგული. აი, პირველი საძირკველის აღმოშენება, აი, მალთაყვა, უახლოეს დღეთა მშვენება.
აქ გაჩაღდება ქაფქირების აელვარება, აქ იომებენ ახალციხის კალატოზები, აქ ყვითელ ტოტებს მიუშვერენ ზღვის მიმოზები.
მზე დაადგება ენკენის თვის დამთბარ დილაზე. ბავშვებისათვის გაჩენილი არის ნაპირი თვალმიუწვდენი, სილიანი და პირდაპირი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















