მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 292 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

 

ხარხარით ცივი ცრემლების დენას

გვაპატიებენ ძვირფასი მკვდრები.

კუბოსთან როგორ ვივიწყებთ წყენას,

კუბოსთან როგორ კარგები ვხდებით.


ხელაპყრობილი გოდებს მარიამ

და სისხლიან კვართს მალავს უფალი,

და სამძიმარიც ათასგვარია,

როცა ჩვენ არ ვართ ჭირისუფალი.


სული ჩიტისგან მოითხოვს შველას

და განწირული წივიან ხმები.

კუბოსთან როგორ ვმშვიდდებით ყველა,

კუბოსთან როგორ კარგები ვხდებით.


ანთია ბორცვზე წყვილი მიხაკი,

ნაყიდი ასე: სულ ერთ მანეთად

და სინამდვილეც ჩამოივაკებს -

ერთმანეთს ვკარგავთ უერთმანეთოდ!


მზე ყინვიან ხელს აფარებს სურათს,

ამგვარად იძენს პატივს ოცნება

და დააბიჯებს საფლავებს შუა,

ჩაფიქრებული პატიოსნება.


ცაში სინათლის მახვილი ელავს,

მოგვაქვს ტკივილის სიჩუმე მხრებით...

კუბოსთან როგორ ვიცვლებით ყველა,

კუბოსთან როგორ კარგები ვხდებით!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ