|
მალე დარეკავს წასვლის საათი, ლოდინს არ უყვარს დროის დანდობა. ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის გიხდი მადლობას!
და საზეიმო დაცლას ვუნდები. როგორც ზამთარში მკვდარი დაისი, სულში ეცემა ყინვის გუნდები.
თვალებახვეულ იმედს ენდობა. ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის ვითხოვ შენდობას!
თვითონ სიკვდილიც გაფითრდა რადგან და ღვთისმშობელის თბილი კალთიდან, ალბათ, ახალი იესო ადგა!..
უკვე იწყება ღამის ნათლობა... ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის გიხდი მადლობას! |
















