ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით და როცა მეწყება განსაცდელი, როდესაც შენს გარდა აღარსაით, არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი, ძარღვებში სისხლივით დამიარე, თვალებში შუქივით შეიჭერი.
და, ნიშნად ხელახლა დაბადების, სიმხნევე მაღირსე წამიერი, არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.
ირწმუნე სათქმელი განდობილი, მაღირსებ ოცნების შესრულებას? ცოტასიც დავრჩები მადლობელი.
ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებია ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული, სხეულზე ცეცხლივით მომდებია სიცოცხლის უშენო დასასრული.
წერილი, კუნძივით მობრიალე, სტრიქონებს ედება ჟრუანტელი: მარტო ვარ, მომხედე, მომიარე!
ლიცლიცა ღამეებს, საღამოებს და როგორც ვეება სალამური ოთახში აკვესებს საგალობლებს.
და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული, ვით გულისჯიბიდან ვალიდოლი, აბებად გულისკენ გადასული.
მეწყება უწყალო განსაცდელი, გამიგე, შენს გარდა აღარსაით არ მქონდა, არცა მაქვს გასაქცევი.
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი, ხომ ხედავ, კუნძივით გავირუჯე, ჰაერში კვამლივით შევიჭერი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |