|
პოემიდან „მიმართვა მეგობრებს“
როგორც ზეციდან მტრედების ჯოგი მიწაზე ჰფანტავს უნაზეს ჩეროს, როგორც ურმული გადადის ბოგირს და ოდნავ არხევს ნაძვების წვეროს.
და ცაში კვნესით შესცურავს წერო, - ასეთი მინდა წერილი ზოგი როგორც პასუხი, ძმაო, მოგწერო.
ამ ჩრდილოეთში ზომა მეტია, მეც მომიძებნეს მკერდი ქორებმა, გულში ვატარებ ნისკარტს წვეტიანს.
ოთახის კარი ჩამაკეტია, სურდო, ხველება, ხშირი ზმორება მოახლეებად გადამწყვეტია.
ახლა ჯერშია მისი „ციგნები“, მაგრამ სიჩუმე საუბარს აბამს: „მარტო ხარ, მარტო, მარტოც იქნები!“
და ვერ მშველიან მათი წიგნებიც, ვწვები… თავამდე ვიხურავ საბანს მესმის „მარტო ხარ, მარტოც იქნები!..“
და მოდის დილა საღამოს მზგავსი, ძმაო, მომწერე ისეთი რამე, ჰქონდეს ჩვენს ბაღში საუბრის ფასი:
ჯერ თუ მთელია საჩემო თასი, თუ გამოაკლდა ვინმე ჩვენს ცამეტს და პოეტების დაინგრა დასი.
და დარჩა ბაღში მათი საკვები, თუ ჩემს მედეას დაეტყო გაზდა და ისევ არი ჩემი საქები.
არ ივიწყებენ ამხანაგები, თუ ზაფხულამდე უჩემოდ გასტანს, ისევ ვუყვარვარ თუ ვეძაგები. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















