|
ქართველ ფუტურისტებს
უწინ ლეკები, შმაგი ქისტები თავზე ესხმოდენ კახეთის მდელოს, დღეს კი ჭაბუკი ფუტურისტები ანადგურებენ ძველ საქართველოს.
სად არის ბრძოლის თავი და ბოლო? პასუხად გვესმის ბენოს სიტყვები, - „პოეზიაა მიმიკა მხოლოდ.
და ვეშურებით პიტნავას დუქანს სჯობს მწვადი, ღვინო, მწიფე ნესვები გიჟმაჟ პაოლოს, ტიციანს მსუქანს“.
ჩვენ კი სიცოცხლეს კიდევ ვეცდებით და მიხარია, რომ ჩიქოვანი მე მანადგურებს მანიფესტებით. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















