|
ცეცხლით ავსილო! პოეზიის მძიმე ჩვენება, ხარ ქრისტეს ჯიშის და გაკლია მხოლოდ აღდგომა, ევროპის ზურგზე შენი ჩქარი გადაჭენება დარჩება ცაზე განთებული ირმის ნახტომად.
მაკადამებში ჩაიტანე მზე უნახავი, დასტოვე სიტყვა, როგორც მეფე ნატრიუმფალი და მხოლოდ ერთი სილამაზე გაუძრახავი.
იოლი იყო შენთვის ქვეყნის გადახეტება, უფეხო რემბო! მოწინავედ მგოსნებს გვჭირდები, თორემ ლალი და მარმარილო გადიხვეტება.
ძველი ევროპის სქელი ფაშვი დღეს იფატრება. გამარჯვებულო ხეტიალით, ჩხუბით, ვაჭრობით, არტურ მართალო! გვინდა შენთან დაბინადრება. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















