|
საფირონებს ატარებს ჩემი თეთრი საცოლო. აღტაცებით მადარებს ამაყ კონკვისტადორებს, ტრფობა რომ დავაცალო.
ნაზი როგორც პეპელა, ხშირად ამბობს - არაო, ნეტა მანეტარაო, თეთრად და უვნებელად.
ჩემთან გასეირნება, ვით მამიას გურია, იგი უცნაურია - დავდივართ ჯეირნებად.
თუთუყუში ხნიერი; ფრინველს დაუჟინია, რომ მე მიყვარს ფინია - ვიღაცა მშვენიერი.
მაგრამ ცეცხლი მედება. ჩემი ლექსის სტრიქონებს იგი ახლა იგონებს - და მეც მეიმედება.
შეღამების ფერები; მისთვის კოცნის კადრები, და ჩვენც მოგვენატრება თეთრი ჯვარისწერები. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















