ეს წვიმიანი დღე-ჯარაოზი გამოაქროლებს წარსულ იმედებს და მოგონება თეთრ მარაოსი ჩემთვის სიხარულს ზანტად იმეტებს.
გულმოღერილი შავი ტუფლები, და თუ შევიქენ მე - ავთანდილი, მის მორჩილ ხელებს დავეუფლები.
იმის ჭორფლიან სახეს დაისი. და ჩემი ტრფობა უზენაესი ისევ დაითვლის თავის იარებს.
გამოიხედავს მეტი წვალებით, მის მოჩვენებას მე ორჭოფილი დაღლილ ღიმილით ვენაცვალები.
თუ მარტო მიდის ქალწულ ბინაზე; და ატირდება ჩემი სინაზე, ვით სექტემბერი დაუთოველი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |