|
ჩვენ რიგში ვდგავართ დღეს პოეტები და შთაგონებას ზანტად მოველით. საშინელია ალხის სვეტები, მზე-დაუზოგველ შუქთა მთოველი.
შეუდარებლად ძუნწია იგი. ჩვენგან შორს არის მისი დუქანი, მაგრამ იზრდება თანდათან რიგი.
აი მიიღე ერთმა ბილეთი. ახლა ის არის ბაღის მცხოვრები და გულს იბრუნებს ყალბ სიგრილეთი.
თუ მოხდა მგოსანთ ჯანყი ცხოველი, რომ ხანზარებმა ქარის სისწრაფით გადასწვან მუზა სისხლისმწოველი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















