|
ეგ შენი მწვანე სამეფო, კოშკია მიუწვდომელი, სული და გული დამება, ვარ მუდამ შენი მდომელი.
მე მომეც თავშესაფარი. მინდა გიამბო ნავახშმევს ჩემი ცხოვერბის ზღაპარი.
ხშირად ვყოფილვარ ობლადა, მაგრამ მახსოვდა ყოველთვის, მიგულვებიხარ მშობლადა.
მაპკურე წმინდა ცვარები, რომ განიკურნოს სენიდან ეს გული ნახანძარები.
შენ - უხუცესი ბუნების. გრიგალის არ გეშინიან, მის წინ არ მოიღუნები.
მთაზე გაშლილხარ ზვიადი, მოსჩანს ყოველი მხარიდან შენი მწვანე და წყვდიადი.
გიყვარს ელვა და მეხები და ამაყობენ რუები რომ შენ დოგბანეს ფეხები.
შენი ფოთლების შრიალი, და წარში შენი ტოტების ზღვასავით ორომტრიალი.
არ მყვარებია არავინ, ისევ მეძახის შორიდან შენი ფოთლების კარავი.
გრილი ნიავი მწყურია, მე შენს ტრფობაში ძლიერო, ოცნება დამიწურია.
ფრინველთა მთელი კრებული, მცირე საჩუქრად მიიღე ეს გული ამღერებული! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















