|
აქ ჯიოკონდა არის მწვერვალი, მას უსმენს მხეცთა კრებული დინჯი და დიაკვანი გასაკვირველი ადის და-ვინჩი.
ეტრფიან მხეცნი დასახულ მიზანს, და აზიარებს თავის პეშვიდან, მათ მონა-ლიზა.
დაიშლებიან მხეცები მარდად დარჩება ვეფხვი ლეგენდარული და ლეონარდო.
ხატავს მესამე. იშლება ჭერი ცის კაბადონად და უფსკრულ ღამეთ.
და სამასი წლის ღიმი ნორჩია. თავის ამალით მოვა სტუმარი - ცეზარ ბორჯია. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















