|
კვლავ და ზღაპრულად აფერადდა ქართვლის დიდება. მხიარულ სიცილს აღარ შხამავს ფიქრი ზანგური. ყიფიან გრძნობით სიკვდილისაც არ მერიდება. სულში ანთებულ ჩირაღდანმა დაისადგურა.
დღეს იმას ვმღერი, რაც არავის არ უმღერია. კვლავ შემიყვარდა ეს ქვეყანა ცრუ და თარსული. ჩემი თვალები დღეს მზესავით მშვენიერია.
ატმისფერ ბაგით ომებს ვუკოცნი ოქროვან აისს. საზღვარი არ აქვს ჩემ სიგიჟეს და სითამამეს. იალბუზიდან ვუხმობ ალპებს და ჰიმალაის.
ცხელი ფიქრები მიტაცებენ ფერად ლანდებით. და თუ აქამდის სული მქონდა მე უბედური - დღეს ტანს მიმშვენებს სიხარულის ბრილიანტები. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















