მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 414 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პაოლო იაშვილის დოგის მოგონება მაისში

 

თუჯურ ახვეწილ და გაშვეტილ ასპიდის ტანზე

მზე დინგიანი გილოკავდა ჭრელთვალა ხალებს,

გავარდებოდი არქენილი ტორებით განზე:

ცხელი კუნთებით არეკილით თასმავდი ალებს:


შენი თვალები, - გადაჰკრავდა სხვაფერი თვითოს:

ჟღალი და ლუში დამუქული ეგვიპტის ქვები -

შენი თვალები გახელებით იჭერდნენ ხვითოს:

გველი რომ ესვრის ყვითელ ალმურს ჯავარი რქებით.


ალბათ გაიგე, რომ პაოლოს შაირი ჰგავდა

შენო ფერდების ფორაჯიან ხატულა ლაქებს -

თორემ ვიფიქრო, რომ პატრონი არავინ გყავდა,

რომ მიეკედლე თავაღებულს, ავარად ნაქებს.


უსმენდი ლექსებს: გეშლებოდა ხან ტაროს ხვავი,

ხან დადონდლილი საწნახელში ყურძენის ტბორი,

ყალყზე დგებოდი უეცარი და ყეფა - ავი,

რომ ლექსებისთვის სიხალისით გაგერტყა ტორი,


მაგრამ მგოსანმა უდარდელმა გიმეტა ეგზომ,

რომ გადახარე თავად დოგის მზიანი ჰუნე -

დაიწყე თრევა კახპასავით ეზო და ეზო

და ფინიებში გატყაული ჩაძაღლდი მუნით.


ლამაზო გერა! ვიცი, ძაღლის წაიღე წყენა.

ცრემლს ნუ მიჩვენებ, თუ გიყვარდე, ამასა გვედრი.

ვინ იცის, ეგებ შენი თრევა - მიყივლოს ენამ? - 

იყოს აგრეთვე მოშხამული ჩემი ძმის ხვედრი.


მიტოვებული, დავარდნილი ღვთის ანაბარად,

ეგებ შენსავით იგი ერთხელ ჩაიქცეს ღრეში.

დაიტირებენ შენს პაოლოს კოლხეთის ბარად

ჟუჟუნა წვიმა ჩვენი ყანის და რბილი ხრეში.


დათუთქულ თვალებს დაედება სიმწუხრე ცრემლის.

ხილვას შეირჩენს უკანასკნელს უსაგნო ცქერა.

იქნება იქვე ვით ყვავილი ქართული ტყემლის

სხვა სახელებში ერთი ჩუმი სახელიც: გ ე რ ა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ რობაქიძე  • • •   გრიგოლ რობაქიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ