მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 712 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ხელოვნება - გაღწევის,

ხელოვნება - მიღწევის,

ხელოვნება - დაპყრობის:

გულების და მიწების;


ხელოვნება - დარღვევის -

სიტყვების და ფიცების,

ხელოვნება - ჩაშვების:

დების, ძმების, ბიძების...


ხელოვნება - ღალატის,

ხელოვნება - დასმენის! -

ერთნაირად ყველასი -

რუსისა თუ ნაცმენის.


ხელოვნება მაღალი -

კუბოების დახუფვის,

ოსტატობა - დახვრეტის,

გამწარების, დაღუპვის...


მოაღორებ, ვისაც გსურს -

გურულს. რაჭველს. ხევსურს. სვანს:

დგას, საწყალი, პორტრეტთან

და ღიმილით ხელს უსვამს...


საცოდავი ქვეყანა

ბედს ნამდვილად ეწევა,

მისი უმაღლესობა

თუკი თბილისს ეწვევა...


დაცვას - სათვალიანებს -

ყველას - ვაჟკაცს მოტრეტილს -

მოაქვს მხსნელი მოღვაწის

პენსნიანი პორტრეტი!


კონცერტს დაესწრებიან

მხოლოდ უმაღლესები!

შეგვიქებენ ბრძენ სტუმარს

გრიშაშვილის ლექსები.


მოხერხდება? ვიცოდე,

ამ ყრუ კედლის გარღვევა!

ან ყინულის გულები

ბოლო-ბოლო - გალღვება?


ის წუთი და საათი

მთელ ცხოვრებას გაყვება...

...ჭირს აქედან დანახვა!

მით უმეტეს - გაგება...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ