|
გზააბნეულო, რას მერჩი, ქარო! - ხელისბიჭად რომ გაუხდი ქარონს! რად ებლანდები ფეხებში ყველას - სად გეჩქარება, მუდამ რომ ჩქარობ!
ქარივით გინდა, ქვეყანა მოვლო! სანამ დადნები - ხატებავ თეთრო, როცა დადნები - ხასხასა მოლო!
იქროლოს, რა ვქნა - მე ახლა შინ ვარ... კარგია ბავშვის ჯანმრთელი ძილი და გვერდით - ბებრის ბებრული ხვრინვა... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















