|
შინ შემოპარულ ართრიტს ებრძვი კამიუ-სარტრით. ცოტ-ცოტას ყლაპავ კიდეც გალაკტიონის ხათრით.
და ხიმენესის ხათრით სამჯერ ეწვიე მცხეთის ცით გადახურულ მადრიდს.
კიდევ ხუთიოდ წელი... არა, შვიდი... ჰო, შვიდი... ქენიო, ღმერთო, მადლი -
ერთი პატარა საქმე! ერთი პაწია წიგნი... სანამ შეგჭამდეს მატლი... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















