|
დაცემული მუზა
მუზამ აიღო ქრთამი, სხვას მიეკედლა მუზა, მისწევდა მის ფრთათა ჩქამი, მტრის კართან აიტუზა.
კალთები აიკეცა, ვაჭარ პოეტთა ბრბოში ცქრიალებს მატრაკვეცა.
პატივს ხალათს და ჩინსა: “ნურც გამიხსენებ ჩემო, დიდებულთ თვალის ჩინსა”,
არც უდარდია ჩემზე, მუზა გამხდარა აფრა დიდ სოვდაგართა გემზე.
რარიგ თუთქავდა გულებს, მუზა გამხდარა გრდემლი, ზედ სჭედენ ვერცხლის ფულებს.
გახდა ღორების მწყემსი, გახდა პოეტი თერძის მაქო, ძაფი და ნემსი,
გახდა ბატების ძიძა, ირჩია ხარჭის ბედი, ტრფიალი დაამიწა,
მზიურ ოცნების ნავში, მუზა მიადგა კარზე ვაჭარ პოეტთა კავშირს,
მუზა მიჰგვარეს ხასად, უსმენს ღვთაებრივ ჩურჩულს ქვეწარმავალი ნასად.
ვჭამე პეშვებით მიწა. თავს მადგა შავი მთვარე და… უცებ გამეღვიძა.
ჭეშმარიტი მუზა
აჰა, უეცრად გაქრა ეს საზარელი ხილვა, მუზამ ფრთის წვერი გამკრა, ნაზად დამიწყო კილვა:
ეგ სიზმარია კრული, დიდ პოეზიის ჭაღი, დიდ აღმაფრენის სული
თუნდ ჩამოიქცეს ზეცა, ავდარს სიამედ მოსდევს ბადრი მთვარე და მზეცა.
აღარ გამოვჩნდი ცადა, რახან მიჯნურად გსახე, შენი გამოცდა მწადდა.
არ ამედევნე თანა, არ შეგიბღალავს ფიცი და პოეზიის მანნა
ცრემლი გდენია თქეშად, მაგრამ სინდისი ურცხვად შენ არ მიჰყიდე ეშმას
არ გაერიე შენა, არ დაიჯერე როში, არ წაიბილწე ენა.
ცრემლის გდენია ღვარი, მაგრამ ჩემს წმინდა სახელს გიჩურჩულებდა ქარი.
ცის კაბადონზე ფენა. ჩემი ნათელი შუბლის შენთვის არ იყო ჩენა?
განა ნიავთა ნანა არ გიმღეროდა მაშინ, რომ დაგყვებოდი თანა?
იქნება შენი მუზა, შენთან ჩაუშვა ღუზა, შენს სულში ჩაიღვენთა. |
















