თუ ჩემი ლექსი ნაღმად აფეთქდა, და გადარუჯა ირგვლივ ყოველი, ჩემი ლექსები ხალხში ამღერდა, მე მეტ დიდ სახელს აღარ მოველი.
ქარი დამამტვრევს, ფრთებს აღმა ნაფრენს, გავა დრო, ქვეყნად აღარ ვიქნები და სიმღერები გაშლიან აფრებს.
იტყვიან, იგი ასე მღეროდა, არ მოკვდა, ისევ სიმღერებს გვიძღვნის, ის მიწისქვეშა საქართველოდან. |