|
საფლავი თორმეტი ადლი, სუდარა - თავთან კრული, გწყალობდეთ აღდგომის მადლი, ანგელოსი მხიარული!
აღსდგა, აქ არ განისვენებს, დღეიდან ბნელს ნათელი დაფლეთს, განჰკურნავს ცოდვილთა სენებს.
იხსნა სულნი მართალთა, ანგელოსნი დარჩნენ სახტად ცა დასთმეს ფერგამკრთალთა,
რათა შეეგებონ მწეს, ადამს, მეუფის სეხნას, სასუფეველის მზეს.
აღსდგა ღმერთი სულმნათი, დედამიწა ტაძარია, ზეცა - მისი გუმბათი.
ან რა სიმწრის გოდება, აქ კი ზეცა გარდაგვეხსნა, ედემი გველოდება.
წელიწადი წლეული, აღარ გვმართებს გლოვა ლოდის, წარწყმდა გველი წყეული.
ქვესკნელით ცის თაღამდი, მზემ დახია ბნელის რიდე, ისმის ლოცვა-ღაღადი.
აღსდგა ღმერთი სულმნათი დედამიწა ტაძარია ზეცა მისი გუმბათი.
და ცელი გაბასრული, დაემხო, განქარდა წყევლა, ვარსკვლავეთს აღზევდა სული.
დიადობს სხივთა ფენა, მას ქერუბიმთა დასტა შეეგებება ზენა.
დახსნა სიკვდილის მხარე, აღსდგა სიკვდილში მღვიძარე, ცის შეუმუსვრელი სახე.
აღყვავებულა სხვა ხე, ედემად დავანებულა ანგელოსთ მეინახე!
და სიკვდილის ჭალაკი, განახლებულ კაცთა მოდგმას ერგო საღვთო ქალაქი.
მსხვერპლის არდარიდებით, ის აღდგომის შარავანდედს შეიმოსავს დიდებით!
აღსდგა ღმერთი სულმნათი, დედამიწა ტაძარია, ზეცა - მისი გუმბათი. |
















