მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 497 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რა მშვენიერი, რა წარმტაცნი იყვნენ ვარდები!

ციური ცვარნი

მარგალიტებრ დაპკურებოდნენ

მათ სათუთ ფურცლებს - შენი ღაწვისფერი

ო, რა იდუმალ ჩურჩულებდნენ

ადრეული სთველის ფოთლები,

რარიგ ხიბლავდნენ

მოქანცულ მზერას

შემოდგომის სავსე ფერები!


რა მშვენიერნი, რა წარმტაცნი იყვნენ ვარდები!

დასძინებოდა ალერსიან ბაღს

გადაღლილი მზით მოოქროვილს...

და სათითაოდ ჰკოცნიდა ვარდებს

დილის ნიავი - ეს ფრთამსუბუქი

მოციქული განახლებისა....

თრთოდნენ ვარდები

როგორც სული შენი სიახლით,

თრთოდნენ ვარდები

როგორც შენი თეთრი ხელები

და ტალავერიც....

და მეწამული და ოქროვან-ლიბრი ფოთლები

ვაზის ლერწების დახლართული არაბესკები

იქ ირეოდნენ სპილენძის და ლალის ფერები,

იქ შენს ღიმილად ციმციმებდა

ცვარის სიმრავლე

ბროლის მტევნებზე შემოდგომის

ჩამქრქალი თვალით.

 

რა მშვენიერნი, რა წარმტაცნი იყვნენ ვარდები

ცათ ალანძულ ალვის ხეთა

ფორეჯვერცხლი

ამქრქალებდა შორეულ ცის ფერს

და იქ ღრუბლების საწმისები

გაპენტილიყვნენ

კავკასის მთათა იაგუნდის იალმაგებზე,

რა ახლოს იყო ის შორეთი

დაქანცულ სულთან,

რა ახლოს იყავ

და რა შორს იყავ

ვით ოცნების მწარე ზღაპარი,

სულის სიცივეს შენ ვერ ათბობდი

ვით ვერ ათბობდა

იმ სევდიან ბაღს

შემოდგომის ჩამქრქალი თვალი...

რა მშვენიერნი, რა წარმტაცნი იყვნენ ვარდები.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ