მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 912 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

აქ მარტოობა, როგორც ობობა,

სულს ჩახვევია ბასრი შაშარით.

აქ ჯიუტად სდუმს უსასოობა

და იგესლება ფიქრი აშარი,

აქ მოლოდინი - ავი ჯალათი,

აყოვნებს თითქოს ჰაერში ნაჯახს,

აქ ღამე გზვერავს, ვით მოღალატე

და ვეღარ უძლებ დღის სახეს საჯაყს.


დადინჯებულან თითქოს წამები,

დღე დაორსულდა დუმილით თითქოს,

ცა გაწეწილა განაწამები

და მზე ღრუბლებში სულსაც ძლივს ითბობს.

აქ მოლოდინი, ვით სახრჩობელა

დღეების ყულფით გიჭერს თანდათან,

გმინავს ჰაერი გაანჩხლებული,

როს სუნთქვის წყელვას უკანვე ატან,


ლოდინის გველი გესლს ჩაიგუბებს

და აღარ იცი, შეგანთხევს როდის,

შუქი ჩაუქრა შენს შავ უპეებს

და მოგერია კოშმარი ბოდვის.

თურმე დრო აგებს ლოდინს ხაფანგებრ

და მერმე გაბმულ სულს უალერსებს,

ბედნიერი ხარ, თუ დრო გათანგე,

თუ მის სალესზე სული ალესე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ