შობამდე შორია, მადროვე, თოვლით გამოლოცვას გასწავლი. მერე რა, ბერდედა რომ არ ვარ, არც შენად თავმკვდარი წაწალი.
სისხლი გაუშრება ყაყაჩოს, სულის დაწრეტილი მდინარეც ცრემლის ზვირთებისგან დაგვახრჩობს.
მკერდზე ცეცხლისფერი მზის ცვარი, ტუჩიდან გაქრება ნაცნობი გემო - კოცნისაგან მიმწვარის.
ძმებად გავეფიცოთ ლოლუებს, ჩვენი სიყვარული, იცოდე, უკანასკნელი და ბოლოა.
ვნებებს კოცონივით გვიკიდებს. „არ მიყვარს! არ მიყვარს! არ მიყვარს!” - შენც გაიმეორე იგივე.
ჩვენი გულის მზეებს ხელებში, ვით ნისლს შეასხეპენ მზერაზე, ჩაჩეხილ მთამსვლელებს, ხევები.
იქნება სიცოცხლე პირიქით - უფალი სათიბში გვირილად მომიყვანს ქვესკნელის პილიგრიმს.
სათივე ღერად რომ შერჩება ამდენი უშენო სიზმრის და უშენო სიკვდილის შეჩვევა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |