|
სინათლის ღერებით ნაშენი ბუდე ვარ, სიცოცხლის ტოტებში ღამის ხმა მარწევდა. ჩიტების რეტდასხმულ ჟივჟივით ავსილი, ისე ვარ, ცა როა ვარსკვლავით ნაწერი.
გაბორჯავს სევდისგან მომთვარულ ყვავილებს. სულის ჟრუნ სიხარულს - საცისკრე მოსავალს - გალობის ჟრუანტელს - არასდროს დამილევს.
ირაო ეზრდებათ ნაკრტენის ღინღლიდან. სიჩუმე ვაბარტყე, სიკვდილის გრილ ჩეროს ხმა - ფრთებად გაშლილი, აჩქამებს ღიღინით.
დგას ჩემი ღამის ხე სინათლის ყანაში, გვირილებს სითეთრე აუდით ტანიდან, მაცალე, მაცალე სიცოცხლის თამაში!
მზის ქნარს რომ ჩამოკრავს სულის ფრთა, ნაღამი, მომფინეთ სამყაროს - ფერფლი სიხარულის, გათენებასავით ჩვილი და ახალი.
შენსავით, არც მე მსურს დალევა, ნათელო, ერთად შევულოცოთ, ჩიტებო, განთიადს, იქნება, დღე-ღამე დღეს მაინც გამთელდეს.
არც ისე შორია... ვკითხოთ განთიადებს. ერთად შევულოცოთ, ჩიტებო, სამყაროს, ღმერთო, სიყვარულშიც ეგებ გავმთლიანდეთ.
სულის ფრთის რომ მესმის - პირველი შეკრთომა. რადა ჰგავს სისხამზე ჟივჟივი ჩიტების სიყვარულს, რომელიც არაფრით გეთმობა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















