|
დარდიანია, ხშირად, ჩემი ბედნიერება. ვარდიც მოიწყენს, ალიონიც დაიღრუბლება, მზე ჩაიკეცავს სახვალიო ნათელს მთის იქით, თითქოს არ ჰქონდეს ზეცის ტახტზე ჯდომის უფლება.
სველი ჩიტივით შეიფრთხიალებს და ჩქამის ექოს ავედევნები ფეხშიშველა, ცეტი მწყემსივით, აყვავებული მინდვრები რომ წინ გავირეკო.
მოწყენას, დაღლას, სიმარტოვეთა მონასტრების ტროპარებს, ლოცვებს, როგორ არ მინდა, რომ დავბერდე, როგორ არ მინდა, უსიყვარულო ბედნიერების მტკიცებით მოვცდე.
სიყვარულზეა დაგეშილი და მოჰქრის რისხვად. მაგრამ ვინ იყო, აშინებდა ბედნიერებას?! დარდიანიც კი ცეცხლისფერა ბილილებს ისხამს.
სკნელების იქით, სიყვარულის ჰერბარიუმი გაშალოს რიდით. დარდიანია, ხშირად, ჩემი ბედნიერება, დარდიანია და მწუხრივით უხმო და მშვიდი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















