მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 723 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სულ სხვაა ეს ქარი ნოემბრის.

უკვე რომ არაფერს მოელის.

არ სჯერა ჭორის და მოენის,

ის თვითონვეა თავად.


სადღაა ან რიდი საროთა,

ნიავურ თრთოლვათა ამოთქმა,

სადღაა თაყვანი ამონთა,

დამთავრდა ქურუმთა ხანა.


სულ სხვაა ნოემბრის ქარები,

გულიდან გონს გადამბარები,

მომთვარულ სევდისფერ ფანრებით

სიკვდილის აკვანთან მჯდარი.


სადაგი ზეცა და ღრუბელი,

სადაგი დღეების უფლებით,

დაღლილი ნაბრძნობ-ნაუბრებით,

ყველა შინაა და გშიშობს.


და შენ კი, შენ ქარო ნოემბრის,

დაღლილ გულს ფრთებად რომ მოები,

მითხარი, რაღატომ მოელტვი

კენწეროდ შერჩენილ ფოთოლს?


მჭვირვალე ზვირთებით გულსავსევ,

სულს მარტოობის ზნე უსაგზლე,

ნუთუ შენც გიცდება უზანგზე

ფეხი, სიკვდილისკენ მარი?


სად ზამთრის უთეთრეს ხნარცვებში

სურვილებს ჩვილივით არწევდი,

სამანზე ხელს გადააწვდენდი

სულეთის ულურჯეს იებს.


ნოემბრის ქარები სულ სხვაა,

მოდიან, მოჰქრიან უზღვავად.

ნუთუ ეს ქარებიც უყვარდათ

ზაფხულის აბურდულ ტევრებს.


ქვა ქვაზე აღარ სურთ, დატოვონ,

და ლამის მზის შუბლიც დატორონ,

სურთ, რომ სუდარებად დათოვონ,

რაც კი უცხოვრიათ ქვეყნად.


და გამოახვიონ სამყარო,

ქროლვის ხარაჩოში ამყოფონ,

ის ვინც ვერ გაუძლებს არყოფნას,

ის ვინც, ქარისაგან იშვა.


მეც გბაძავთ, არ ვდგავარ თავდახრით,

გვალვაში ვიშვი და არ გავხმი.

ცეცხლი როცა მწვავდა, განვახლდი,

სიკვდილს დავასწარი შობა.


მაგრამ აღარ ველი არაფერს,

ცას გავცქერ, ქარს გავცქერ, გადამფრენს,

ვიცი, რომ მეც სიკვდილს გადამდებს -

საკუთარ თავზე ძლიერს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ