მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 358 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იმ ზაფხულს ატამს სიტკბო აკლდა,

სამშობლოს - მიწა,

მე სატრფოს ვყავდი,

როგორც ქრისტეს - მკვდარი ლაზარე,

ასიათასი სიყვარულის მოწყენისათვის

მონადირემ რომ მიწაში ჩაფლა,

აზარივით გულს დაიწმენდსო.

და ჰა, მესიჯი: "გამოველო",

გავახილე ომში თვალები.

ჩემი მართა და მარიამი,

დები, დედები - გმირიანები

ცრემლის ზარებს ასლოკინებდნენ ტელეფონებით,

ეკრანებიდან ცხრა პურითა და ორი ძეხვით

აპურებდნენ დამფრთხალ სამშობლოს.

გზადაგზა ჭურვის ჰერბარიუმებს

ფუთავდნენ ფრთხილად,

ერთმანეთის ტკივილების მთებზე სხდებოდნენ

და ქადაგებდნენ.

მე სათამაშო ჯარისკაცი მიყვებოდა,

როგორ ჩაემტვრა ტანკით ნეკნები

და ვეღარასდროს გამაჩენდა მისგან უფალი.

მიყვებოდა გაუთავებლად,

რომ ომსა ჭამდა, ომსა სვამდა,

ამვლელ-ჩამვლელს უნაწილებდა,

სამხრე კი არა, მზე ენთო მხარზე

და ვერ ამჩნევდა, ტუჩის კუთხესთან

"კოკა-კოლის" გემო დაჰკრავდა.

ჭრილობებიდან სისხლი კი არა,

ბატი-ბუტი უცვიოდა ჭურვის ტკაცანით.

გმირობასავით

ჩამაკვდა ხელში.

მღვიძარებაში მესიზმრებოდა,

ჩემს შემოხსნილ სახვევებში ფეხებგაბლანდულს,

როგორ ეგონა,

დედის ნამზეურ ლოგინს ეღირსა,

უმტკივნეულოდ გაილია სიკვდილში ისე,

ბავშვობის ზღაპარს რომ შეაფარებ ხოლმე დიდობას .

მღვიძარებაში სხვაც ბევრი ვნახე:

მაცხოვარი იწვა მინდორში,

შუაგულ ომში,

ცეცხლმოდებულ პურის ყანებში,

ტყვიის პეპლები ეხვეოდნენ,

ალბათ სინათლე ეგონა ყველას ცეცხლის პარპალი.

არადა იწვა მაცხოვარი,

ჩამქრალი იწვა...

აბა, ვინ მიხმო, "გამოველო",

ვინ დამარწმუნა,სიყვარულში ისე შედი, როგორც ომშიო?

ღრუბლის ძებნა დავიწყე ცაზე,

ზედ რომ შემეგდო ჩემი იმედი,

სანგრის ძაფებით ამოგლეჯილი

კბილივით რომ მეჭირა ხელში.

რომ ამეგდო ანგელოზისთვის,

რომ მემუდარა ატირებულს:

- ჰა, ანგელოზო, ჩემი ჭიანი იმედები,

მომეცი შენი გამძლეობა!

ღრუბელი რაა, ერთი ღრუბელიც ვერსად დავლანდე.

სანამ გრძნობებით სახელს ვდებდით ომს და სიყვარულს,

სანამ შევთანხმდით, რომ ჩვენ გმირებად არ გავჩენილვართ,

მტერს გაერეკა თავის მამულში.

და ეს ომიც, სათამაშო ჯარისკაცებიც, ჩემი უფალიც

იმ უგემური და ლამაზი ატმებივით ვეკიდეთ ხეებს.

ცაში ვეკიდეთ, ფესვებს მიწას ვეღარ ვაწვდენდით,

სიტკბო გვინდოდა ამოგვეწოვა არაფრობიდან.

არადა სიტკბო მიწაშია,

საფლავებივით, მიწაშია სიტკბო, ვიცოდით,

მაგრამ ცეცხლს თურმე ვეებერთელა ფრთები ჰქონია,

აგვიტაცა და ცადატყორცნილებს

გადმოვარდნა შეგვეშინდა ჩვენი სიზმრიდან

ჰოდა, მორჩილად, ნება-ნება ავუყევით არარსებობას.

ნუ დაგვიძახებთ, სულერთია, ვერ დავბრუნდებით!

ნუღარ ამსგავსებ შენს ხმას, სამშობლოვ, მაცხოვარისას!

ნურც სიყვარულს ეგონება, რაღა ჩემი ხმა, რაღა უფლისო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ