|
ისეთივე ნამდვილი, როგორც პიტნის სურნელი, მოდიოდა ზაფხული, თავნება და სულელი.
როგორც ღელის ჩხრიალი, შარას დასთამაშებდა ჭიჭნაურის ნიავი.
შეშინებულ სიშიშვლეს, აჭარხლებულ მინდვრებმა მწვანე ალვა იშიშვლეს.
თავნება და სულელი, ისეთივე ნამდვილი როგორც პიტნის სურნელი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















