|
სანათას (მარიამ ხუცურაულს)
ჩემს არაგვს ვგავარ, ხმიანი, ლაღი. ჩემს ნისლებს ვგავარ. თან - ვარ, თან - არა. ჩემს მთებსაც ვგავარ, გაზაფხულზე, რომ გადაიფარებს მწვანე დაფარნას. ორთავე სოფლის ფიქრად მასიტყვე, სევდის ბილილა ვიყო, უბრალო. მზით და ვეშაწყლით ნაზარდ ბალახში სიყვარულისთვის მკრეფდნენ, უფალო. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















