მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 315 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

უსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს!

კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს!

მაგიდა რომ მაგიდაა, ვინ იპოვა? - სკამი!

ზღვასაც მეგობრები უყვარს - დელფინი და ქარი!


აი, თეფშის მეგობარი - ჩანგალი და დანა!

აი, მიწის მეგობარი - ბაღი, სახლი, ყანა!

აი, ღრუბლის მეგობარი - მზე, ვარსკვლავი, მთვარე,

ძილის მეგობარი არის - ვინც მილულავს თვალებს!


აი, ტახტის მეგობარი - ბალიში და პლედი,

მულტფილმების მეგობრი ? ჰო, დისნეილენდი!

ესეც ჩანთის მეგობარი - რვეული და წიგნი,

ეს ჯამბაზის მეგობარი - სიცილი და ცირკი!


და ტრანსპორტის მეგობარი? - ბენზინი და მგზავრი.

მუზეუმის მეგობარი? - ჩონჩხი დინოზავრის!

აი, პურის მეგობარი - კარაქი და თაფლი,

შემოდგომის მეგობარი? - ყურძენი და წაბლი!


აი, პალტოს მეგობარი - ღილი, კაშნე, ქუდი.

საჩუქარის მეგობარი - მოხატული ყუთი.

სათამაშოს მეგობარი - ყველა ბავშვი ერთად,

ბალახები მეგობრობენ სოკოსთან და ტყესთან.


ეს მდინარის მეგობრები -

ხეები და მთები,

და ამ ლექსს რომ ბოლო არ აქვს,

მგონი უკვე ვხვდებით.


რამდენი რამ ჩამოვთვალე და რამდენიც არ ვთქვი,

დაგიტოვებთ მე ამ ლექსში თავისუფალ ადგილს.

გადაავლეთ თვალი ირგვლივ ყველაფერს და იტყვით,

უმეგობროდ არაფერი "რსებობს“, ერთი სიტყვით!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ