|
ბაჭოს დედა კურდღელმა მოუმზადა ქუმელა. ცეცხლი მისცა ღუმელმა, წყალი მისცა ღრუბელმა. ფქვილი მხარით ათრია ტყე-ტყე, კორომ-კორომ და აუვსო სორო. მისცა ცოტა შაქარი. კარაქი და ერბო უწილადა ბებომ. შინაბერა ციყვი, მან მარილი არგო, ორიოდე მწიკვი. კაკალი და ნუში ბიცოლამ და ბიძამ მოუკითხეს გუშინ. ტყე აავსო სურნელმა. დედამ ფაფა თანაბრად უწილადა სუყველას: ესო - მასო - მეგო - ბარსო, ესეც - ბაჭო-ბიჭსაო, ღმერთი გამიზრდისაო! ერთი ლუკმაც - ბეჩავ თავსო. თავად ქვაბის ძირი ლოკა, ამოივსო ცალი ლოყა. - შენც გარგეს წილი, აბა, გახსენ პირი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















