|
მინდორი... მამას ვეჭირე ხელში, მახსოვს, გვეძახდა დედა შინიდან. ყველაფერს ერქვა თავის სახელი და ყველაფერი როგორ გვშვენოდა!
მოდის ნათლია - დრო უსახელო, ის არის მოწმე, ჩვილი სამყარო პირველად თვალებს როგორ ახელდა.
ყველაფერს. ნათლავს სხივით ახლიდან, დიდ სასახლეებს სულ პაწაწინა ჭვირში მორგებულ სიტყვით გააღებს.
სხეული - მიწის, სული - ჰაერის, ის ყველას ისეთ სახელს აჩუქებს, რომელსაც არვინ არასდროს ელის.
თითქოს გვეძახის დედა სახლიდან, ვიცი, ყველაფერს ირგვლივ სახელი რომ დაერქმევა ისევ ახლიდან.
ჩრდილს ვეფარებით და ვიწყებთ გათვლას. ვიცი, რომ მერე, ჩვენს მერე მოვა ის დრო, რომელშიც ვიცხოვრებთ მართლა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















