მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 236 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თენდება ნელა, სიყვარულივით,

გულს რომ აჩქამებს და ახმიანებს.

ჩიტების გარდა არავინაა.

ნუთუ, არ ესმით ადამიანებს


ეს ხმა, დუმილში ამბოხებული,

მე ახლა უნდა გული გამისკდეს.

დამყურებს ღმერთი, როგორც მოწყვეტილ

კენჭს გადმოსცქერის დაბლა სალი კლდე.


მივექანები... ჰა, ჩავუქროლე

ღამეებს, სიზმრებს, ჩემს თავს, სიცოცხლეს,

შენსკენ მოვქრივარ, ბედნიერებავ,

უნდა დამიხვდე სადმე, იცოდე!


უნდა ჩამიკრა გულში, სულელო,

არაფერს გეტყვი, ვიტირებ მარტო...

ნუთუ არასდროს არ გიგრძნობს გული,

შენთან შეხვედრას რა ძლიერ ვნატრობ?


ვაი თუ, ისე პაწაწინა ხარ,

ვერც შეგამჩნიო, ვერც გიცნო გზაზე

და უფსკრულამდე ისე ვიქროლო,

შენს ნაცვლად სიკვდილს მივასკდე კარზე...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ