|
ეს ბალახი ათასჯერ ამოვა და ჩავა. გინდ კაჭაჭი ერქვას და გინდ ერქვას თავშავა, თავისი აქვს ნირი და წესი. არც მკით მოგღლის, არც მარგვლით, არც ხვნითა და თესვით. უნდა - ტყეს მოედება, უნდა - კორდს და შარას. მზე თუ შია, ლოდს დახრავს პაწაწინა ეშვით, დედამიწა უჭირავს თავის ციცქნა ფესვით. ვინ დაუშლის ან კი?! ორთავ სოფელს ჰკიდია მწვანე ბწკლით და ჭანგით. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















