მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 264 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მზის სხივს აყოლილი ლერწის

მორჩილებით მივცოცავ.

გეფიცები, მწარედ შეცდა,

ვინც მოკვდავი მიწოდა.


მერგო წვიმის წვეთის ბედი,

ბედი მინდვრის ყვავილის

და სიცოცხლეს, სიკვდილს იქით,

ცხრაჯერ მაინც ავივლი,


როგორც მიწის დაბელტილი

მკერდის კორდს და ბილიკებს,

მაჭანკალი ბედისწერა

ბებერ სიკვდილს მირიგებს.


მე კი, რა მესიკვდილება,

ცა მთლის ნათლის აკვნებად,

ნაგვალვარ გულს ისევ შენი

სიყვარული აკვდება.


თმის კოწოლში ჩამიწნია

წარმავლობის სიმორცხვე,

ჰე, ვინ იცის, მერამდენედ

ამომიყრის სიცოცხლე,


როგორც ყლორტებს, როგორც ყვავილს,

როგორც ბალახს მთის ფერდი,

ლექსით გეტყვი, რასაც ფესვთა

ნანინებით ვისმენდი.


მერგო წვიმის წვეთის ბედი,

ბედი მინდვრის ყვავილის,

წარმავლობას ვაგემოვნებ

უკვდავების მარილით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ