|
კარსუკან მუდამ ვიღაცა იცდის, კარსუკან მუდამ გაისმის ჩქამი, წამის, რომელიც თვალითაც არ ჩანს, წამის, სხვა წამზე ათასჯერ ჩქარის.
წამო, თვალითაც ჯერარნახულო, აი, სიცოცხლე, მზით განათლული, რომელშიც მხოლოდ სიკვდილს ვმარხულობთ.
ხსოვნით, სინდისით, ცხადით, მითებით. აი, სიცოცხლე, სიკვდილის შიშით ბოლო დღემდე რომ უხმოდ ვითმენდით.
სიკვდილისათვის მიწერილ უსტარს, სჯობს, გულმა გვითხრას, სად დავსვამთ წერტილს ბოლო წამივით მშვიდად და ზუსტად.
რომ სწორედ ჩვენში ეტევა ღმერთი და არაფერი არის სიკვდილი, დაუსაბამო სიცოცხლის მეტი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















