მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 480 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რა მშვიდად იძინებს ნეპალი,

მთებში კი თოვლის კაცს არ ძინავს,

თოვლის ქალს დაჰყურებს შეფარვით,

ფრთათეთრა სიზმრებში მოცინარს.


ლურჯი ცის მღვიმიდან გამოვა,

დაივლის მთათოვლა ბილიკებს

იმ ერთი ყვავილის ძებნაში

გადაკრეფს ყინულის ბილილებს.


თოვლის ქალს მოუტანს თაიგულს

და მარადისობის მხარეში

ისევ დაიწყება ჟამთასვლა

და გულში გრძნობების თარეში...


ხელუხლებ მწვერვალთა აკვანში

რა მშვიდად ირწევა ნეპალი,

წუხელის მზე ჩაწვა ყინულში

შეყვარებულების ნებართვით.


მოცინარ სისხლისფრად დაფერილ

მზის დისკოს დაბზარავს ყვირილი:

“მიყვარხარ!  მიყვარხარ! მიყვარხარ!’’

და თმებში მჭვირვალე გვირილებს

დაბორჯავს ჩურჩული სიტყვათა.…


ყინულიც ყვავილობს მზის ნათლით,

იციან ცის ყადრი ხევებმა.

მგლების თვალებივით შეაკრთობს

თოვლის ბერიკაცის ხველება.


იმ ეფემერათა ექოებს -

მღვიმის ანგელოსთა სახადებს,

არ მინდა, ოდესმე ეგონოთ,

რომ მხოლოდ მათია სამყარო!


ეს მთები თოვლის ხალხს უყვართ და

არასდროს, არასდროს დათმობენ!

ველურად უწვრთნელი წითელი

მზის ცრემლი მოგორავს ტატნობზე.


რა მშვიდად იღვიძებს ნეპალი,

მოჟონავს მზის ხსენი დილიდან.

თავის უკვდავებას გამოსწოვს

თოვლის ყრმა თოვლდედოს დვრილიდან.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ