მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 375 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მეფარნევ, მეფარნევ, აანთე ფარანი!

ღამეს სიბნელის ფრთა მოჰკვეთო, ეგებ,

რომ არსად გაფრინდეს და არ გაიყოლოს

ჩემი ნამზეური სიზმრების ნეფე.


სინათლის ბადეში გავაბათ ეს ღამე.

დამღალა, მეფარნევ, ფრენამ და სიბნელემ.

ვაი თუ, სიყვარულს ტყუილად დავეძებ,

ვაი თუ, სიცოცხლეს ტყუილად ვიფერებ.


სანამ დრო სამკვიდრო მიწის ფრთებს მომახვევს,

კისერს მტკენს სიზმრების უტკბესი ყულფი

და ბედნიერების ულუფის მონარჩენს

ცისკარზე მგალობელ ჩიტუნებს ვუყრი.


მეფარნევ, მეფარნევ, ამინთე ფარანი!

უკუნი ღამეა, მარტო ვარ, ხედავ?

რომც მოვკვდე, სიზმარიც ვერ იგრძნობს. დილამდე

ღამის ანგელოზი ფრთებით გადამხვეტავს


ქუჩიდან, რომელზეც დარდიანს მივლია,

ბრახუნით ვიკლებდი ჩარაზულ სახლებს.

მაგრამ ის შენობა, რომელშიც მელოდნენ,

არ მდგარა მიწაზე და ვერსად ვნახე.


განა თავს გაცოდებ? შემინდე, მეფარნევ,

ქარად მივებარე წვიმიან ქუჩებს,

შენ ალბათ ვერცა მცნობ ასე ცრემლით მორთულს,

ჭრელი გრიმისა და ნიღბების უჩვევს.


მეფარნევ, მეფარნევ, ამინთე ფარანი!

აქ ჩემს შეყვარებულს ვხვდებოდი წინათ,

იმ სკამზე თამაშით დაღლილი კაცი ზის,

ხსნასავით მოელის მეძავთა წირვას.


მეფარნევ, ჩვენც ხომ სულ სინათლით ვთამაშობთ,

დალახვროს ეშმაკმა მომგონი დარდის!

ზურგსუკან ცერებზე დამყვება სიკვდილი,

ნაბიჯებს აყოლებს გულის რიტმს, მარტივს.


ნუ მეტყვი, სიბნელე ბევრად სჯობს სინათლეს,

არ მოსჩანს მასშიო მისხალი ხინჯიც!

აანთე, მეფარნევ, მახინჯს და ცრემლიანს

მიყურონ ნეტარი სიმართლის ჯიბრით.


მე, თავად ცეცხლის სულს მეძახდნენ, მეფარნევ,

ალის ფრთაც დამემტვრა, საშინლად მტკივა.

მელევა სინათლე და ცეცხლის სისხლი მდის,

და ღამის პეპლები ცრემლებად მცვივა.


მაგ კვარს შეუკეთე, რაც ჩემგან დარჩება,

აანთე, აანთე ეს ბნელი ღამე,

ვინ იცის, ჩემსავით სხვებიც დაგეძებენ,

სანთლებად საკუთარ სიცოცხლეს წვავენ.


მაგრამ შენ მარწმუნებ, ბნელში ადვილია,

ტკივილი დავმალოთ სულში და გავძლოთ!

ღამის მონასტერში უნდა აღვიკვეცოთ,

სინათლის ჯვარცმა რომ ქვეყანას ვამცნოთ?!


მეფარნევ, დაგიჯერო? ღამეს გავუყუჩდეთ?

ჩავქრეთ, ვერ გვიპოვნოს ფარვანა დარდმა?

იქნებ ვიმყოფინოთ, რაც გულში გვინთია,

და რაც სიყვარულის ცეცხლიდან დარჩა.


ნათლის და სიბნელის სამართალს ვინღა სჭედს,

ღმერთო, გულების მეფარნევ, მანიშნე,

მაცოცხლე ცისკრამდე, სიყვარულს ვისიზმრებ,

ცეცხლის ფრთებს ტკივილით ზეცამდე ავიქნევ.


ისე გავთენდები,

რომ გულის სინათლე

არასდროს,

არასდროს,

არასდროს

ჩამიქრეს. 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ