მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 579 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ვარსკვლავების ტყეებში ვპოვე თავშესაფარი,

არარსებულ მარადში მსურდა, მანქარდეია!

არ მინდა, რომ მჯეროდეს, სიკვდილიც და სიცოცხლეც

ნისლეულთა სკნელებში უხმოდ განქარდებიან.


სად გინდა, რომ გადარჩე, სული დაინარჩუნო,

სად დამალო ეს წუთი - საიდუმლო ბარათი?

ვერც დუმილი გიშველის, ნუღა ესათუთები,

არც სიტყვაა, ცასავით, უპირობოდ მარადი.


გაუხსნელი სამარის დიდი დღესასწაულის

ძნელი არის ზეცამდე მარტოდმარტო ატანა.

ვარსკვლავების ტყეებში ვპოვე თავშესაფარი,

რადგან უსასრულობის გეშინია პატარას.


ბევრჯერ მოხვალ ჯერ კიდევ, ჯერ ვერ ჰპოვე ალაგი,

სადაც სული სიმშვიდით განიმქვრევა არარად,

რაც სიზმარში იხილე, სხვა მხარეში არსებობს,

არც სიტყვის კიდობანი წაედება არარატს.


განსაცდელის ზვირთები არ ჩადგება ზღვათაშინ,

ეს მარადი წარღვნაა და მარადი გრიგალი.

რსებობას უარჰყოფ, რათა სულ იარსებო

და ვერ ახსნა ვერასდროს არსებობის იგავი.


ვარსკვლავების ტყეებში ვპოვე თავშესაფარი

და ცის ცეცხლი ვატარე სულით მუნჯმა ყარიბმა,

რომ გადვურჩი ამ ზვირთებს, რომ ნამდვილად ვიყავი,

ეს ლექსი თუ დარჩება ჩემი სიზმრის ალიბად.


თორემ სიკვდილ-სიცოცხლის მომრღვევია ჯებირი,

სულიც გულსუწადინოდ უკვდავებას ითევდა.

შეზელილი ტალახი სულზე ისე შემახმა,

თითქოს მზიანი მკერდი გაუქვავდა დიდ დედას.


და არ გინდა, ირწმუნო შენი წილი წყალობა

მხოლოდ ტკივილიანი იმედი და ფიქრია...

ვარსკვლავების ტყეებში ვპოვე თავშესაფარი,

მაგრამ მაინც, ოდესმე, ისევ მიწას მიმგვრიან.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ