მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 438 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ყველაზე მოზეიმე სიკვდილი პოეტშია,

ყველაზე მგლოვარი სიცოცხლეც მასშია.

ქვასავით მდუმარემ ბიჯიც რომ არ წადგას,

მაინც სულ გზაშია!

ბედის ბედაურივით არის პოეტი.

მისი გზა ცისა და მიწის შუაშია.

ჰორიზონტებით მას ვერ დანალავ.

ის დროთა სკნელებზე მფრინავი რაშია.

სიცოცხლე სწყურია და სიკვდილი შია.

თუნდაც თავს იღლიდეს უამრავ სალმით,

ის უცნობია ყველასთვის ქალაქში,

რადგან დიდ ლექსებს წერს პატარა კალმით,

უყვარს ანგელოზთან და დემონთან თამაში,

ოდესღაც უბოძეს ცეცხლის ფრთა ორი,

ხან კოლიბრია და ხან ფასკუნჯი,

ხან ხმა და ნისლია თაბორის.

აწუხებს თავისივე ნიჭის უკვდავება,

ცდილობს და ვერავის ვერაფერს აგებინებს,

მოკვდავ წამს ვერაფრით უმკლავდება,

ღმერთი თუ ბედისწერა აიძულებს და

სიტყვით ბაბილონის გოდოლს აგებინებს.

მარტოობის უფლებაც არა აქვს,

პოეტმა ხალხთან ერთად უნდა იმარხულოს.

ლექსის ქსელს ბრმა ობობასავით აკვდება,

უნდა, რომ საკუთარ თვალებში ინახულოს

თავისი ბავშვობა ვარსკვლავთა აკვნებში.

უნდა, რომ დაბრუნდეს მშობლიურ კერაზე.

სტრიქონიც ბუმბულის

სამაგრ ცვილს მაგონებს.

მზისკენ აფრენაა სიკვდილის მიზეზი,

არადა, მიწაზე რომ გაჰყვე ვაგონებს,

ვერაფრით მიაღწევ მშობლიურ სოფლამდე,

ბილეთში სიცოცხლეც რომ გადაიხადო,

სულსაც ვერ ჩაიტან არყოფნამდე.

დედა, დაულოცე შენს შვილს სიკვდილი.

დედებს ხომ ღმერთის სწამთ ყველაზე ძალიან.

ისე გაზრდილა შენი შვილის სული,

აღარ ეტევა სხეულში და რა მისი ბრალია?

შენი ნაჩუქარი სიცოცხლე სტკივა და

იქნება დაუამოს სიკვდილმა ლექსივით.

კი ნუ შეიცხადებ, ნურც გაეტირები,

იქნებ არყოფნისთვისაა შექმნილი!

ჩააწვინე ლურჯ აკვანში და დაურწიე,

არ უნდა მისი ძიძობა ცხოვრებას,

ის პოეტია და აპატიე,

დედისგან რომ ითხოვს ცხონებას.

მინდიასავით სიტყვების მძევალია,

ბწკარით წერა-მწერლის მძლევარია

და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კალამი აქვს,

მისი გრძნობების შეშლილივით ეშინია.

გაბუდაყებულ ადამიანს

ვითომ თვალს არიდებენ და უყრუებენ,

არადა, თანდაყოლილია პოეტისადმი რიდი,

ადრე თვითმკვლელობა ეიმედებოდა,

ახლა ეგეც არაფერია დიდი.

პოეტი - კაცობრიობის ძველი მეხამრიდი,

ნაძრახ ადგილივით გვერდს უვლიან.

მერე რა, რომ ფართეა ნილოსივით,

ლექსი ამოჰყავს ცხოვრების ქაფიდან,

როგორც აფროდიტე და ვენერა მილოსელი.

მაინც ახერხებს ყველას გაოცებას,

მაინც წერს რაღაც საოცრებას,

მაინც ხომ უწვრთნის ხალხს ოცნებას.

მას ჰქვია ლოცმანი უღუზო ხომალდის,

რომლითაც მიცურავენ ყინულეთისკენ და

მიაქვთ გრძნობების ლოცვანი.

მისი აისბერგების ეშინიათ,

მზის ყინულს აკრისტალებს სტრიქონი,

სევდა მისეული მირონია,

ფიქრია მისი ტიპიკონი.

ხსოვნის მარადიულ ებგურივით

დარაჯობს კაცთა მოდგმის ბავშვობას,

დედა, აპატიე, რომ არ აცლის

მზის ძუძუს და შენს ცრემლს გაშრობას.

პოეტი - ქაოსების თესლია,

პოეტი - კოსმოსის მებაღე,

და როცა ქალაქებს გესლიან

ლექსებით ჯამბაზები ღებავენ,

გახსოვდეთ ნამდვილი პოეტი,

ეძებეთ ნამდვილი პოეტი

და სიკვდილისთვის კი არა,

სიცოცხლისათვის აქეთ!

ლექსი ჩაუთვალეთ გმირობად!

რომ სიტყვა ჩაგეთვალოთ საქმედ!

ახსენით ჯადო მის სახელს,

რომ მერე სინანულით კი არა,

რომ მერე სიამაყით იძახდეთ:

“საქართველო პოეტების ქვეყანაა!”


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ