მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 644 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ხშირად ვარდიანი მახსოვს სიოობა,

ჩაის ფაბრიკიდან - სუნი კოფეინის.

ცხელი ელიობა, უეკლესიობა,

გული - სიყვარულით შეშლილი ოფელია.


ხშირად მახსენდება ჩვენი სოფელი და

ბევრი თბილი სიტყვა, როგორც “სუბტროპიკი”,

ლამაზად გაკნაჭული გოგო-ბიჭები,

უდიეტონი და უაერობიკონი.


ღამით, ჭადრის ძირში, წმინდა სინოდივით,

შეკრება, ლიტურგია, მარხვა ჰორმონების.

ან რას მოვიდოდა იმ ინდურ ფილმებთან

"ავატარები" და რბევა ომონებით.


"ბრის ილი მიაუ" - ჩვენი ბოიფრენდი,

მიყავდი სიყვარულს ხიდისქვეშ ქურუმივით.

წერილი მეგობრის და პარმენ ლორია

რაღა ბრძენთა ქებით ავსილი ურუქები.


"სოლნცე კლოშები” და ფეხზე - “ცებოები”.

სახელად “ივერია” - ქართული შამპუნი,

ხშირად მახსენდება მაგნოლიები და

ჰამაკში “პაკრივალა” და წვიმის შხაპუნი.


ესხა ღამის ეზოს ციცინათელები,

როგორც ყვავილები - ჩითის საღამურებს.

ბებო რუშის ნიკბს რომ მიყაისნაღებდა

და ურუსულებდა საბუთებს აქაურებს.


დუყე ჩაის კრეფა, ტყემლის ჩაბარება,

მეზობლის აივანზე ბავშვების სპექტაკლი,

მაისის თაფლი და მაყვალზე სიარული,

თვალებში ჩარჩენილი დაისის სპეკალი.


ველოსიპედები, სტვენა უდარდელი,

რისი “ჩერნობილი”?! ტარო, უნაბები,

ღმერთო, რა უბრალო იყო ყველაფერი,

როგორც ჭის წყალი და ჭასთან - გულაბები.


მზეშიც “პერანგით” და ქოლგით სიარული,

რუჯს არ ვიკადრებდით, ვით ქუჩა - მათხოვარს.

ყველას საკუთარი სახე ჰქონდა  ირგვლივ,

ახლა კი, ერთიანად, ლარზე რომ გასწორდა.


თეზ-ი: უნივერმაგი და გალანტერეა.

რივანოლით რომ ნაკბენს შეიხვევდი.

ცხელი ქვეყნებიდან, მერცხლების მაგიერ,

უკვე მოფრენილან მდიდარი შეიხები.


კაბები სატინის, ჩითები, შიფონები,

წვივზე სხვანაირად გრილად გედებოდა,

ან ვინ გაკადრებდა, რომ არ შეეხედა,

რისი გეი, ანდა ბალანსი, გენდერული?!


მუნჯი მეწისქვილე... ჩვენ რომ ვიზრდებოდით,

სოფლის ორღობე კი პატარავდებოდა,

რა მშვიდად ვცხოვრობდით, არადა ქვეყანაზე

რამდენი რამ თურმე, და რა აღარ ხდებოდა?!


ან როგორ ვიფიქრებდით, აგვისტოს ბოლოსკენ,

გზები ქალაქისკენ ასე რომ  მოკლდებოდნენ,

რომ ჩვენი ბებიები და ჩვენი ბაბუები,

ოდესმე სოფელივით, ჩუმად მოკვდებოდნენ?


ხშირად მახსენდება ჩვენი სოფელი და

თბილი რძის სუნი და თბილი ფურნის პური.

ჩაის ვარდები და გულისფეთქვასავით,

ზაფხულის დღეები, მშვიდ სულში შებინდული.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ