წავუთალე ფანქრებს წვერი, ხატვა სულ არაა ძნელი! მწვანე ბალახში კუ ღოღავს მწვანე ბაკნით, მწვანე ბაყაყასაც დავხატავ მწვანე ფანქრით.
ხომ შეიძლება, მანქანაც მწვანე იყოს? უცებ წატყდა მწვანეს წვერი, წითელ ფანქარს ვტაცე ხელი.
წითელი კაბით აქ წითელქუდაც გაჩნდა. წითელ ბოტებს და წითელ ქოლგასაც ვხატავ, შორს წითელ სახლს და სახლზე ერთ წითელ კატას.
ცისფერ ფანქარს ვტაცე ხელი. ცისფერ ცას ვაჩენ, ზღვასა და ცისფერ გემებს, ცისფერ ლოლუებს, ცისფერ ფიფქებს და ბელებს.
ამდენ წყალს ციცქნა საშლელი როგორ დალევს? უცებ წატყდა ცისფერს წვერი, ყვითელ ფანქარს ვტაცე ხელი.
ყვითელი თხილით ფუღუროს ავსებს ციყვი. ქარში მიფრინავს სადღაც ყვითელი ფრანი. მთვარეც დავხატე, რომ არ ვეძებო ღამით.
ცისარტყელებიც ვხატე. რა ლამაზია, ნახე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |