ო, როგორ უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს ამ სახლს, აივანს, დათოვლილ კრამიტს, ხოლო მე - ცისფერ ნამქერში ვჩანდე სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
ძველ ქუჩებს მიაქვთ დარდი თავისთვის, რომელსაც ვხედავთ, ანდა ვერ ვხედავთ, რასაც განვიცდით, ან ვერ განვიცდით.
და ჩუმი თოვლი - ეს დაწეწილი ჩემი ფიქრია, წარმავალობა ამ წუთისოფლის უკვდავ ფერებად რომ დაგიღვრიათ.
იის, იელის თოვლი ჩემს სულშიც მინდა ჩავტოვო... თოვს, ქალბატონო! რა მშვენიერი თოვლი მოსულა, ო, ქალბატონო!
ამ სახლს, აივანს, დათოვლილ კრამიტს, ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდე სულ ერთი წუთით ან ერთი წამით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |