მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 528 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, -

ასე დაიწყო ზღაპარი,

ტყუილზე ბევრად ტყუილი,

მართალზე უფრო მართალი.


ზღაპარი ბებოს ბებიის

ბებიამ ჯიბით ატარა.

თავიდან თურმე ყოფილა

ხორბლის მარცვალზე პატარა.


ზედ მიუკემსავს ბებიას

რაში, წყარო და ფოთოლი,

ვარსკვლავები და ჩიტები,

მზეთუნახავი, ობოლი.


მეფისწული და ფასკუნჯი,

ქორბუდა, მგელი, არწივი,

მშვილდ-ისრიანი დევ-გმირი

და კუდიანი მაცილი.


უკარო ციხე-კოშკები,

ქონგურიანი ქალაქი,

ქოსატყუილა, ვეზირი,

ცხრამთისიქითა ალაგი.


ჰოდა, გაბევრდა ზღაპარი,

ვეღარ იტევდა ჯიბე,

სუყველაფერი შესანსლა

სულარაფერის ჯიბრზე.


შეძვრა სკივრში და წიგნებში,

აავსო ქოხიც, სასახლეც,

ზოგმა წამლისთვის გაახმო, 

ზოგმა გათალა სასახრედ.


მოედო მთა-ბარს, გზა-შარას,

პეტრეს, პავლეს და ივანეს.

ეძებეს, მაგრამ დასაწყისს

მერე ვეღარსად მიაგნეს.


დასასრულს ნელა ახვევდნენ

ფთილად, კოჭად და გორგალად.

ვინ - ფარდაგს ქსოვდა,

ვინ - კაბას,

ვინ - ქვაბის ძირი მოკალა.


განი თხამ შემოაჭამა,

სიგრძე - დევების ვირმა,

რაც დარჩა - ცხადმა შესანსლა,

რაც არა - შესვა ძილმა.


ბებოს ბებიის ბებიამ

ვეღარაფერი იღონა,

ჯიბეში ჩარჩა ნამცეცი -

იყო და არა იყო რა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ